ჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

სოფელ ჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე უსაფრთხოებისა საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, ქართული მხარე მოწოდებულია იმისთვის, რომ თანამშრომლობა კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს.

ამასთან ქემოკლიძე აღნიშნავს, რომ მათი პოზიცია იქნება ისეთი, რომელიც წაადგება ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო ინტერესებს.

 

Comments are closed.