პირველად საქართველოში, ქვევრის ღვინის ფესტივალი გაიმართება

“1 სექტემბერს, თბილისში, განახლებულ ორბელიანის მოედანზე 15:00-დან -22:00 -მდე, – პირველად საქართველოში გაიმართება ქვევრის ღვინის ფესტივალი სახელწოდებით – Travel in Georgia with Wine. ფესტივალის მიზანია ტურიზმის მხარდაჭერა, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისა და იმიჯის საერთაშორისო დონეზე გამყარება, ქვევრის ღვინის განათლების დონის ამაღლება, სამომხმარებლო კულტურის ზრდა და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს…

მეტის წაკითხვა…

„ალდაგში“ ციტრუსის დაზღვევის სეზონი დაიწყო

სოფლის მეურნეებს, რომლებსაც ციტრუსის ბაღები აქვთ, შეუძლიათ თავისი მოსავალი „ალდაგში“დააზღვიონ. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს. „სექტემბერში ციტრუსის დაზღვევა ყველაზე ხელსაყრელი დროა, რათა მეურნეები ზამთრის სეზონს მშვიდად შეხვდნენ, თუმცა პოლისის შეძენა 31 ოქტომბრამდეა შესაძლებელი. ციტრუსის დაზღვევა შეუძლია ყველას, ვისაც ნაკვეთი აქვს რეგისტრირებული და ფერმერთა ერთიან ბაზაში ფიქსირდება. „ალდაგში“ ციტრუსის დაზღვევა გულისხმობს…

მეტის წაკითხვა…

საქართველოში ნათესი ფართობი 13,5 ათასი ჰექტარით შემცირდა

2019 წელს საქართველოში საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები 193,6 ათას ჰექტარს შეადგენდა, რაც 13,5 ათასი ჰექტარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს ნათესების ფართობი 207,1 ათას ჰექტარს შეადგენდა. სტატისტიკის მიხედვით, საშემოდგომო კულტურების (ხორბალი, ქერი) ფართობი 52,1 ათას ჰექტარს შეადგენდა, რაც 2018 წელთან შედარებით 2.4…

მეტის წაკითხვა…

29 აგვისტოს მონაცემებით, კახეთში 3 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა

29 აგვისტოს მონაცემებით, კახეთის რეგიონში 3,5 ათასი ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული. აქედან 1,2 ათასი ტონა რქაწითელი, 900 ტონამდე საფერავი, 300 ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე 70 ღვინის მწარმოებელი კომპანია დარეგისტრირდა, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე…

მეტის წაკითხვა…