• ქართული
  • English
  • Русский

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  • საზოგადოებრივი გაერთიანების სახელწოდება ერისკაცნი შემდგომში საზ. გაერთიანება, რეგისტრირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. თავის საქმიანობას საზოგადოებრივი გაერთიანება ახორციელებს წესდების მოთხოვნების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამსად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან/და მის საზღვრებს გარეთ.
  • საზოგადოებრივი გაერთიანების სახელწოდებაა : „ერისკაცნი“.
  • სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც ატარებს დამხმარე ხასიათს და ემსახურებასაერთო მიზანს, არ ცვლის საზოგადოებრივი გაერთიანების, როგორც არაკომერციული იურიდიული პირის ხასიათს. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ორგანიზაციის წევრებს შორის არ ხდება.
  • საზოგადოებრივი გაერთიანება რეგისტრაციის მომენტიდან წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, განცალკევებული ქონება, საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საქართველოსა და საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში.
  • საზოგადოებრივი გაერთიანება უფლებამოსილია თავისი სახელით დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი, პირადი არაქონებრივი უფლებები და იკისროს მოვალეობები, იყოს მოსარჩელე ან მოპასუხე სასამართლოში.
  • საზოგადოებრივი გაერთიანებას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით და ემბლემით, შტამპი და ყველა საჭირო რეკვიზიტები.
  • საზოგადოებრივი გაერთიანება ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ა.ხოშარაულის 25.
  • საზოგადოებრივი გაერთიანება ერისკაცნის აბრევიატურაა “ სგე „ – ქართულ ენაზე, “PUE” – ინგლისურ ენაზე.
  • საზოგადოებრივი გაერთიანების ელექტრონული ფოსტა: info@eriskatsni.ge

მუხლი 2. საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობის მიზანი და ამოცანები

2.1 საზოგადოებრივი გაერთიანების მიზნები და ამოცანები:

ქვეყანაში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერა საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების გზით, მათ შორის საგადასახადო, კორპორატიული, ფინანსური სამართლის სფეროში რეფორმების ინიცირება; 

სამეწარმეო, სამოქალაქო , საზოგადოებრივი  კულტურის ამაღლება, მათ შორის ახალგაზრდების და ქალთა წახალისება როგორც პოტენციური მეწარმეები; 

ქვეყნის  გრძელვადიანი განვითარების გეგმების ფორმირების ხელშეწყობა, რაც პოზიტიურად აისახება საქართველოს ბიზნეს გარემოს, მათ შორის მცირე და საშუალო მრწველობის მდგრად განვითარებაზე, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობაზე,  საერთაშორისო დონეზე/მსოფლიო ბაზრებზე ქართული ბიზნეს სტრუქტურების წარმატებულ ინტეგრაციაზე, პოლულარიზაციაზე და კერძო სექტორში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაზე;

საზოგადოებრივი გაერთიანების  წევრთა პროფესიული ან/და მათი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე ინტერესების დაცვა, წარდგენა და ადვოკატირება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ.

საზოგადოებრივი გაერთიანების მხარდამჭერთა, ასოცირებულ წევრთა და ნამდვილ წევრთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა;

ქვეყანაში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქეთა განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად შესაბამისი სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალურ პირობების ჩამოყალიბება

 საზოგადოებრივი გაერთიანების  და მეწარმე სუბექტთა სხვა გაერთიანებების ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა.

საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა

საქართველოში სამეწარმეო (კორპორატიული) და მენეჯერული უნარების და განათლების განვითარების ხელშეწყობა.

სოციალური და კულტურული ხასიათის ისეთი პროგრამების მხარდაჭერა, რაც ასოციაციის ფუნქციონალური და ესთეტიკური ღირებულებების გაზრდას გამოიწვევს.

მსოფლიოს საუკეთეს იდეალების და ბიზნესის მართვის საუკეთესო პრაქტიკის ჰარმონიზება და პოპულარიზება ქართულ ეროვნულ სამეწარმეო სივრცეში; საქართველოს, როგორც რეგიონალური ცენტრის განვითარება, რეგიონალური განვითარების და დასქმების პროცესის დაჩქარება .

ტურიზმის და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიზნეს საქმიანობის გამარტივება, ეროვნული ეკონომიის  და ბიზნესთან დაკავშირებული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვება.

მუხლი 3. მიზნის მიღწევის საშუალებები

  1. დასახული მიზნის მისაღწევად და მიზნიდან გამომდინარე ამოცანების განსახორციელებლად, მოძრაობა:

3.1. შეიმუშავებს წინადადებებს და რეკომენდაციებს საქართველოში საინვესტიციო და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობის, ასევე სამეწარმეო, საბიუჯეტო და ფისკალური კანონმდებლობის სრულყოფის და მათი ეფექტურობის ზრდის მიზნით.

3.2. შეიმუშავებს და ახორციელებს ეკონომიკური, სოციალური და კვლევითი შინაარსის პროექტებსა და პროგრამებს.

3.3. ხელს უწყობს საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, სამეწარმეო საქმიანობის პროცესში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის შესახებ.

3.4. მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უცხოურ დოპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მისიებთან, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან საზღვარგარეთ, დამოუკიდებელ ექსპერტებთან, სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მასმედიასთან.

3.5. მიიღოსმონაწილეობა და მოაწყოს სემინარები, კონფერენციები, შეხვედრები, ლექციებიდასხვა;

3.6. გაუწიოს საკონსულტაციო მომსახურება დაინტერესებულპირებს საქართველოს კანონმდებლობისშესაბამისად ეკონომიკის სხვადასხვა  სფეროსთან და სექტორთან დაკავშირებით;

3.7. წარმოადგინოს მოძრაობის წევრების ინტერესები საჯარო ხელისუფლებასთან და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობის დროს;უზრუნველყოს საზოგადოებრივი გაერთაიანების   წევრების უფლებების და ინტერესების დაცვა.

3.8. განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა, რომელიც საჭიროა იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც შეიქმნა მოძრაობა.მოძრაობა უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მისი საწესდებო მიზნების მიღწევასთან.

 

3.1. დასახული მიზნის მისაღწევად, მოძრაობა უფლებამოსილია:

3.1.2 მოამზადოს კანონპროექტები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები და განსახილველად  ან/და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, კერძო და არასამათავრობო ორგანიზაციებს; შეიმუშაოს და წარადგინოს რეკომენდაციები საკანონმდებლო ცვლილებებისათვის;

3.1.2 აწარმოოს მოძრაობის წევრთა, ასევე სხვა მეწარმეთა და ბიზნესმენთა, ბიზნეს სტრუქტურების ინტერესების დაცვა და ადვოკატირება საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებთან, ფისკალურ ორგანოებთან ურთიერთობებში.

3.1.3 აწარმოოს საზოგადოებრივი აზრის, ბაზრების, ბრენდების კვლევები, შეფასებები, მომხმარებელთა გამოკითხვები, შეიმუშაოს რეიტინგები.

3.1.4 საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოძრაობის წევრებს, ასევე სხვა მეწარმე სუბიექტებს ან ბიზნეს სტრუქტურებს გაუწიოს სამართლებრივი, ეკონომიკური და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება;

3.1.5 შესაბამის სფეროში წევრთა ინფორმაციური უზრუნველყოფისთვის გამოსცეს პუბლიკაციები და ჩაატაროს ღონისძიებები.

3.1.6 დააარსოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდული პირი, გაწევრიანდეს სხვა გაერთიანებაში.

3.1.7. დამოუკიდებლად განკარგოს საკუთარი ფინანსური სახსრები და ქონება.

3.1.8. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.

სამეწარმეო კულტურის, სპორტის , მეცნიერების , ხელოვნების და განათლების  პოპულარიზაცია.

მუხლი 4. საზოგადოებრივი გაერთიანების  დამფუძნებლები

4.1საზოგადოებრივი გაერთიანების დამფუძნებელ პირებთა სია და ვინაობა განისაზღვრება სადამფუძნებლო დოკუმენტაციის  შესაბამისად.

მუხლი5 . საზოგადოებრივი გაერთიანების   ნამდვილ ან /და ასოცირებულ წევრად მიღება

 

5.1. საზოგადოებრივი გაერთიანების  ნამდვილი  წევრი შეიძლება გახდეს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები  ნებისმიერი ფიზიკური  პირი რომლებიც იზიარებენ საზოგადოებრივი გაერთიანების ხედვებსა და ფასეულობებს, აღრიარებენ საზოგადოებრივი გაერთიანების მიზნებს და ამოცანებს, ეთანხმებიან წესდების დებულებებს .

5.2. პირი გაწევრიანების თაობაზე განაცხადს მოძრაობას წარუდგენს წერილობით ან ელექტრონული ფორმით.

5.3. ტიპური განაცხადის ფორმას ადგენს საზოგადოებრვი გაერთიანების საბჭო.

5.4. საზოგადოებრვი გაერთიანების ნამდვილი  წევრობის მსურველს შევსებული ტიპური განაცხადის წარდგენიდან არა უმეტეს ერთი თვისა ეცნობება საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭოს გადაწყვეტილება მისი წევრად მიღების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ.

5.5.საზოგადოებრივი გაერთიანების ასოცირებული წევრობის მსურველმა რომელსაც რეკომენდაციას უწევს ერთი ან მეტი ნამდვილი  წევრი შესაბამისად უნდა შეავსოს გაერთიანების საბჭოს მიერ დადგენილი ფორმა.

5.6.საზოგადოებრივი გაერთიანების ნამდვილი წევრობის მსურველმა რომელსაც რეკომენდაციას უწევს ერთი ან მეტი ნამდვილი წევრი შესაბამისად უნდა შეავსოს გაერთიანების საბჭოს მიერ დადგენილი ფორმა.

5.7. საზოგადოებრივ გაერთიანებაში  გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საზოგადოებრივ გაერთიანება ვალდებული არაა გაწევრიანების მსურველს დაუსაბუთოს უარის თქმის საფუძვლები.

5.8. პირის საზოგადოებრივ გაერთიანებაში  გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ  საზოგადოებრივ გაერთიანება გასცემს ნამდვილი წევრობის  ან ასოცირებული წევრობის დამადასტურებელ  დოკუმენტს .

5.9.საზოგადოებრივ გაერთიანებაში  პირის გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტის  ფორმას ადგენს საზოგადოებრივი გაერთიანების  საბჭო. 

მუხლი 6.  საზოგადოებრივი გაერთიანების ნამდვილ და ასოცირებულ წევრთა უფლებამოსილება

  • საზოგადოებრივი გაერთიანების ნამდვილი ან ასოცირებული წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური  პირი თუკი იგი აკმაყოფილებს საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭოს მიერ დადგენილ  მოთხოვნებს.
  • საზოგადოებრივი გაერთიანების წევრად  და ასოცირებულ წევრად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭო  წერილობითი ან / და ელექტრონული განცხადების საფუძველზე.
  • საზოგადოებრივი გაერთიანების წევრს ან ასოცირებულ წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს საზოგადოებრივი გაერთიანების  წევრობიდან წერილობითი განცხადების საფუძველზე. საზოგადოებრივი გაერთიანების  ნამდვილი წევრის ან ასოცირებული წევრის განცხადება საზოგადოებრივი გაერთიანების  წევრობიდან გასვლის შესახებ საზოგადოებრივი გაერთიანების   საბჭოს მიერ განიხილება არა უგვიანეს 30 დღისა განცხადების წარმოდგენიდან. თუ განცხადება ამ ვადაში არ იქნა განხილული, საზოგადოებრივი გაერთიანების  ნამდვილი წევრის ან ასოცირებული წევრის თხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება. საზოგადოებრივი გაერთიანების  ნამდვილი წევრის ან ასოცირებული წევრის გარდაცვალებისას მისი წევრობა ავტომატურად შეწყდება.
  • თუ საზოგადოებრივი გაერთიანების ნამდვილი წევრი ან ასოცირებული წევრი ვერ ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას იჩენს საზოგადოებრივი გაერთიანების  საქმიანობისადმი, მაშინ მისი საზოგადოებრივი გაერთიანების  ნამდვილი წევრობიდან ან ასოცირებული წევრობიდან გარიცხვის საკითხს განიხილავს საზოგადოებრივი გაერთიანების  საბჭო.
  • მუხლი7. წევრობის შეწყვეტა ან შეჩერება

    7.1. მოძრაობის წევრობის შეწყვეტას იწვევს:

    7.1.1. მოძრაობის წევრობიდან გასვლა. წევრობიდან გასვლა ხორციელდება წევრის წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადება წევრობის გასვლამდე 1 თვით ადრე წარედგინება სამეთვალყურეო საბჭოს.

    7.1.2.მოძრაობის წევრის გარდაცვალება ან მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა;

    7.1.3. წევრის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა;

    7.2. საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის ან ასოცირებული წევრობის შეწყვეტის  მნიშვნელოვანი საფუძვლებია:

    7.2.1.საზოგადოებრივი გაერთიენების ინტერესების განზრახ ხელყოფა.

    7.2.2. ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც ზიანს აყენებს საზოგადოებრივი გაერთიენებისმიზნებსა და ამოცანებს.

    7.2.3.საზოგადოებრივი გაერთიენების წესდების დებულებების დარღვევა.

    7.2.4. საწევრო შენატანის არასაპატიო და სისტემატიური გადაუხდელობა.

    7.3 საზოგადოებრივი გაერთიანების წევრის გაწვევის ან შეჩრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საზოგადოებრივი გაერთიანების  საბჭო დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თანაბარი ხმების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება თავმჯდომარის ხმას.

    მუხლი8.  საზოგადოებრივი გაერთიანების ნამდვილი /და ასოცირებული წევრის უფლებები და მოვალეობები

    8.1. საზოგადოებრივი  ნამდვილი წევრი უფლებამოსილია:

                 8.1.1. მონაწილეობა მიიღოს მოძრაობის ყრილობის მუშაობაში.

                 8.1.2. აირჩიოს და არჩეულ იქნეს მოძრაობის მმართველობით ორგანოებში ან/და ხელმძღვანელ და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირად.

                 8.1.3. მონაწილეობა მიიღოს მოძრაობის მიერ ორგანიზებულ და შემოთავაზებულ ღონისძიებებში, შეხვედრებში, კონფერენციებში, სემინარებში.

                 8.1.4. მოძრაობის მმართველობით ორგანოებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები, რეკომენდაციები და მოსაზრებები.

                 8.1.5. მოძრაობის მმართველობითი ორგანოებისგან, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებისგან მიიღოს ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ.

                 8.1.6. საზოგადოებრივი გაერთიანების ინტერესებისათვის ისარგებლოს საზოგადოებრივი გაერთიანების კუთვნილი  მატერიალურ-ტექნიკური რესურსით.

                 8.1.7. უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში, წარმოადგინოს მოძრაობა ან/და მოძრაობის ინტერესები.

                8.1.8. უფლებამოსილია დაასახელოს სგე-ს  საბჭოს წევრთა კანდიდატურები.

                 8.1.9 ასოცირებულ წევრს აქვს ყველა ზემოაღნიშნული უფლება, გარდა 8 მუხლის: 1.2 , 1.5, 1.6, 1.7 და 1.8 პუნქტებში მითითებული უფლებისა მაგრამ  ეკისრება საზოგადოებრივი გაერთიანების  წევრის ყველა ვალდებულება.

                 8.1.10 წევრობის გაწვევის ან შეჩერების შემთხვევაში წევრს დროებით უჩერდება ნამდვილი და ასოცირებული წევრობის ყველა უფლებამოსილება.

    8.2. საზოგადოებრივი გაერთიანების ნამდვილი და ასოცირებული  წევრი ვალდებულია:

                 8.2.1. აქტიურად შეუწყოს ხელი ამ წესდებიდან გამომდინარე საზოგადოებრივი გაერთიანების  მიზნების რეალიზებას.

                8.2.2. არ განახორციელოს ან/და შეწყვიტოს ის მოქმედებები, რომლებიც საზოგადოებრივი გაერთიანების  მიზნებს პირდაპირ ან/და არაპირდაპირ ეწინააღმდეგება.

    8.2.3. მისი საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივი გაერთიანების აქტივობებში.

    8.2.4. დაიცვას საზოგადოებრივი გაერთიანების წესდება, შინაგანაწესი და საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭოს  მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

    8.2.5. დროულად და სრულად გადაიხადოს მსაზოგადოებრივი გაერთიანების საწევრო შენატანი;

    8.2.6. გაუფრთხილდეს საზოგადოებრივი გაერთიანების   სახელს, საქმიან რეპუტაციას და ქონებას;

    8.3. საზოადოებრივი გაერთიანების წევრები ან / და ასოციირებული წევრები  ვალდებული არიან არ გაამჟღავნონ საზოადოებრივი გაერთიანების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია. ვალდებულება მათ ეკისრებათ წევრობის ან/ და ასოცირებული წევრობის  შეწყვეტის, დროებით შეჩერების(დროებით შეჩერებას  და მის ვადებს წყვეტს საზოგოადოებრივი გაერთიანების საბჭო) ან/და წევრობის შეწყვეტის შემთხვევაშიც.

     

    • წევრობის შეჩერების უფლებამოსილება გააჩნია საბჭოს .

    8.4.1 სგე ს  წევრს წევრობა შეუჩერდება:

         ა) თუ იგი ზედიზედ სამჯერ არ გადაიხდის საწევროს.

         ბ) თუ ის სისტემატურად და უხეშად დაარღვევს  სგე-ს წესდებას, დებულებებს და გადაწყვეტილებებს.

    8.4.2 წევრობის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო  წევრს განუსაზღვრავს ვადას მის გამოსასწორებლად არაუმეტეს 3 თვისა, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ თუ შეჩერების საფუძველი არ იქნება აღმოფხვრილი წევრი  გაირიცხება სგე-ს წევრობიდან. გარიცხული წევრის ხელახალი გაწევრიანება არის დაუშვებელი.

    მუხლი9. საწევროშენატანი

  • 9.1. საზოგადოებრივი გაერთიანების ყველა წევრი ვალდებულია გადაიხადოს ყოველთვიური საწევრო შენატანი.9.2.საზოგადოებრივი გაერთიანების  წევრთა საწევრო შენატანების ოდენობას, ფორმას, შეტანის წესსა და ვადებს განსაზღვრავს საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭო .

    9.3. საზოგადოებრივი გაერთიანების  საწევრო შენატანი დგინდება ფულად ერთეულში და მისი შეტანა დასაშვებია  უნაღდო ანგარიშსწორებით, მხოლოდ ფულადი სახით, თუ საზოგადოებრივი გაერთიანების   საბჭო არ დაადგენს საწევრო შენატანის გადახდის განსხვავებულ წესს. 

    9.4. საზოგადოებრივი გაერთიანების საწევრო შენატანის გადაუხდელობის შემთხვევაში წევრი საზოგადოებრივი გაერთიანების ყრილობაზე  ვერ სარგებლობს ხმის უფლებით.

    9.5. წევრის მიერ საზოგადოებრივი გაერთიანების  საწევრო შენატანის გადაუხდელობა შეიძლება გახდეს მისთვის საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის დროებითი შეჩერების საფუძველი, ხოლო ანალოგიური ქმედების ან/და უმოქმედობის განმეორებით ჩადენა, საზოგადოებრივი გაერთიანების  წევრობიდან გარიცხვის საფუძველი.  

    მუხლი 10. საზოგადოებრივი გაერთაიანების  სტრუქტურა

    • საზოგადოებრივი გაერთაიანების მმართველი სტრუქტურა შემდეგნაირია:

    10.1.1საზოგადოებრივი გაერთაიანების   წევრთა საერთაო კრება (ყრილობა).

    10.1.2საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭო.

    10.1.3საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარე.

    10.1.4საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარის -მოადგილე /მოადგილეები

    10.1.5საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭოს გადაწყვეტილებით     შეიძლება შეიქმნას მმართველობისა და კონტროლის სხვა ორგანოებიც.

     

     

    • საზოგადოებრივი გაერთაიანების წევრთა საერთო კრება (ყრილობა) არის . საზოგადოებრივი გაერთაიანების  უმაღლესი ორგანო. მხოლოდ სათანადოდ მოწვეული ყრილობაა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება. ყრილობა შეიძლება იყოს რიგითი ან რიგგარეშე.საზოგადოებრივი გაერთაიანების  წევრთა საერთო კრება (ყრილობა)-ს თავმჯდომარეობს საზოგადოებრივი გაერთაიანების  საბჭოს თავმჯდომარე ან მისი არ ყოფნის (თანხმობის) შემთხვევაში მისი მოადგილე.რიგითი ყრილობა გაიმართება ორ წელიწადში ერთხელ.( საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭო ადგენს ყრილობის ჩატარების ადგილს და დროს. საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭოს შეუძლია მოიწვიოს რიგგარეშე საერთო კრება(ყრილობა) ნებისმიერ დროს. ყოველწლიურ საერთო კრებებს (ყრილობებს) შორის ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია მოწვეულ იქნას მხოლოდ ერთი რიგგარეშე ყრილობა. რიგგარეშე ყრილობა შეიძლება მოწვეულ იქნას .საზოგადოებრივი გაერთიანების  ნამდვილ წევრთა არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნის საფუძველზე, რაც წერილობით სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული. .საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭო  ვალდებულია მოიწვიოს რიგგარეშე ყრილობა ასეთი მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს სამი თვისა. აღნიშნულ განცხადებაში ასევე მითითებული უნდა იყოს დღის წესრიგის პროექტი. .საზოგადოებრივი გაერთიანების  საბჭოს შეუძლია უარი თქვას საერთო კრების (ყრილობის) მოწვევაზე თუ:

          ა)აღნიშნული საკითხის განხილვა რომელიც მითითებულია დღის წესრიგის პროექტში არ არის აქტუალური და მნიშვნელოვანი.საზოგადოებრივი გაერთიანებისთვის.

          ბ) თუკი ის საკითხი რომელიც მითითებულია ყრილობის ინიციატორთა დღის წესრიში უკვე განხილულია წინა ყრილობის მიერ და ახალი განხილვის აუცილებლობა არ არსებობს.

    .საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭო უფლებამოსილიადაეთანხმოს რიგგარეშე ყრილობის მოწვევას, მაგრამ ცვლილებების შეიტანოს (დაამატოს) წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტში.

    • .საზოგადოებრივი გაერთიანების წევრთა საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის შესახებ ფედერაციის ყველა წევრს უნდა ეცნობოს წერილობით ან ფედერაციის ბეჭდვით ორგანოში ინფორმაციის გამოქვეყნებით კრებამდე (ყრილობამდე) ორი კვირით ადრე მაინც.
    • საზოგადოებრივი გაერთიანების წევრთა საერთო კრება (ყრილობა) გადაწყვეტილებას იღებს.საზოგადოებრივი გაერთიანების ყველა იმ საკითხზე, რომლებიც არ შედის.საზოგადოებრივი გაერთიანების  გამგეობის კომპეტენციაში. გადაწყვეტილება ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ საკითხი საერთო კრების (ყრილობის) მოწვევისას დღის წესრიგში იყო შეტანილი.
    • .საზოგადოებრივი გაერთიანების წევრთა საერთო კრება (ყრილობა) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება,თუ მას ესწრება ხმის მიცემის უფლების მქონე წევრთა (დელეგატთა)უმრავლესობა (50%+1). თუ ქვორუმი არ იქნება, მაშინ ყრილობა გადაიდება არაუმეტეს ორიკვირის ვადით.
    • საერთო კრების (ყრილობის) გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა (დელეგატთა) ხმების უმრავლესობით, ხოლო გადაწყვეტილება წესდების შეცვლის თაობაზე – დამსწრე წევრთა (დელეგატთა) ორი მესამედის უმრავლესობით. კავშირის (ფედერაციის) მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებს ყველა წევრის ხმათა ოთხ მეხუთედს.
    • საერთო კრების (ყრილობის) კომპეტენციას განეკუთვნება:

    10.7.1.საზოგადოებრივი გაერთიანების  საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

           10.7.2.საზოგადოებრივი გაერთიანების  წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

           10.7.3. საზოგადოებრივი გაერთაიანების  საბჭოს არჩევა;

           10.7.4გადაწყვეტილების მიღება .საზოგადოებრივი გაერთიანების ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ სრულუფლებიანი წევრების  5/7 ის უმრავლესობით

    მუხლი 11.  საზოგადოებრივი გაერთაიანების  საბჭო

     

    • საზოგადოებრივი გაერთაიანების აღმასრულებელი ორგანო არის საბჭო და იგი პასუხისმგებელია საზოგადოებრივი გაერთიანების  საქმიანობის მართვაზე.
    • საზოგადოებრივი გაერთაიანების საბჭო  შედგება 12 წევრისაგან,რომელთაგან   7 წევრი აირჩევა უვადოდ ხოლო დარჩენილი 5 წევრი  -2  წლის ვადით.
    • საზოგადოებრივი გაერთიანების დაფუძნების მომენტისთვის გაერთიანების საბჭო შედგება 7 წევრისაგან (დამფუძნებლებისაგან). საბჭოს შევსება დანარჩენი 5 წევრით მოხდება მისი დაფუძნებიდან ერთი წლის მანძილზე.
    • უვადოდ არჩეული წევრები წარმოადგენენ საზოგადოებრივი გაერთაიანების დამფუძნებლებს.
    • საბჭოს დანარჩენი წევრები აირჩევიან საერთო კრების მიერ
    • საზოგადოებრივი გაერთაიანების საბჭოს მუდმივი წევრის გამოკლების (გასვლა,გარდაცვალება) და ა.შ შემთხვევაში შევსება ხორციელდება დარჩენილი უვადო წევრების მიერ  საერთო კრებისადმი წარდგენილი კანდიდატის არჩევით .ასეთის შემთხვევაში საბჭოში განთავისუფლებული დამფუძნებლის უვადო სტატსი ხდება არჩევითი
    • საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭოს სხდომები ტარდება თვეში ერთხელ მაინც. .საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭოს სხდომებს იწვევს .საზოგადოებრივი გაერთიანების  საბჭოს თავმჯდომარე ან მისი არ ყოფნის შემთხვევაში მოადგილე.
    • თუ საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭოს სულ მცირე სამი წევრი მოითხოვს სხდომის ჩატარებას, .საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე ვალდებულია დანიშნოს სხდომა 7 დღის განმავლობაში..საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ადგენს .საზოგადოებრივი გაერთიანების  საბჭოს თავმჯდომარე ან მოადგილე.საზოგადოებრივი გაერთიანების  საბჭოს  თითოეულ წევრს უფლება აქვს შეიტანოს დღის წესრიგში საკითხები, რომლის შესახებაც უნდა აცნობოს საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭოს    სხდომის ჩატარებამდე სულ ცოტა სამი დღით ადრე.
    • საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭოს სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭოს წევრთა არანაკლებ 2/3-ისა. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. საზოგადოებრივი გაერთიანების  საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით.საზოგადოებრივი გაერთიანების  საბჭოს სხდომაში მონაწილეობა ხელმოწერით დასტურდება მონაწილე ყველა წევრის მიერ.საზოგადოებრივი გაერთიანების  საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ სხდომის ოქმს  ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. თანაბარი ხმებიდ შემთხვევაში გადამწყვეტია საზოგადოებრივი გაერთიანების  საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
    • საზოგადოებრივი გაერთაიანების საბჭოს კომპეტენციას მიეკუთვნება:

    11.10.1. საზოგადოებრივი გაერთიანების სტრატეგიული საქმიანობის უზრუნველყოფა;

    11.10.2. საერთო კრების (ყრილობის) გადაწყვეტილებათა აღსრულების უზრუნველყოფა;

                11.10.3 საწევრო გადასახადების ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრა;

                 11.10.4. ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება ყველა მიმდინარე საკითხზე, რომელიც     წამოიჭრება საერთო კრებებს (ყრილობებს) შორის პერიოდში და არ განეკუთვნება საერთო კრების (ყრილობის) სპეციალურ კომპეტენციას;

       11.10.5 აყალიბებს საზოგადოებრივი გაერთიანების  მმართველობით ორგანოებს, წარმომადგენლობების სტრუქტურებს. შეიმუშავებს და ამტკიცებს მათ სამუშაო რეგლამენტს, საშტატო განრიგებს, სამუშაოს ანაზღაურების მოცულობასა და წესს;

    • . საზოგადოებრივი გაერთაიანების საბჭოს თავმჯდომარის არჩევა.

             11.10.7 საზოგადოებრივი გაერთაიანების  საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს/მოადგილეებს

             11.10.8 საჭიროების შემთხვევაში ადგენს .საზოგადოებრივი გაერთიანების  სხვა აღმასრულებელ თანამდებობებს;

            11.10.9 აუცილებლობის შემთხვევაში ანაწილებს მმართველობით ფუნქციებს ხელმძღვანელ თანამდებობების პირებს შორის;

            11.10.10 ადგენს .საზოგადოებრივი გაერთიანებაში ფიზიკურ   პირთა გაწევრიანების ან გარიცხვის პირობებს და განსაზღვრავს მათ სტატუსს.

      11.10.11 ორგანიზებას უწევს.საზოგადოებრივი გაერთიანების წევრთა საერთო კრების (ყრილობის) მოწვევას, ჩატარებას და განსაზღვრავს ყრილობის დელეგატთა რაოდენობას და შემადგენლობას.

    • საზოგადოებრივი გაერთაიანების საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ ნამდვილი  წევრების არანაკლებ 5 კაციან ჯგუფს. საზოგადოებრივი გაერთაიანების  საბჭოს  ასარჩევ წევრთა რაოდენობის შესაბამისად არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც ყრილობაზე დამსწრე დელეგატთა მეტ ხმას მიიღებენ. იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად თანაბარი ხმების მოგროვების გამო ვერ გამოვლინდა გამგეობაში ასარჩევ წევრთა ზუსტი რაოდენობა, იმ დღესვე გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა თანაბარი ხმების მქონე კანდიდატებს შორის.

    11.12 გაერთიანების საბჭოს წევრებად არჩეული სია განისაზღვრება დამფუძნებლების      გადაწყვეტილებით /            ყრილობის ოქმის შესაბამისად

    საზოგადოებრივი გაერთაიანების  საბჭოს წევრებად არჩეული პირების სია განისაზღვრება ბოლო ყრილობის ოქმის შესაბამისად.

    მუხლი 12 . საზოგადოებრივი გაერთაიანების  საბჭოს თავმჯდომარე

    12.1.საზოგადოებრივი გაერთიანების    მიმდინარე საქმიანობას წარმართავს საზოგადოებრივი გაერთაიანების  საბჭოს თავმჯდომარე

    12.1.1 რომელიც წარმოადგენს .საზოგადოებრივი გაერთიანების  იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;

    • უზრუნველყოფს ფედერაციის წევრთა საერთო კრებისა (ყრილობის) და ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

    12.1.3 საზოგადოებრივი გაერთიანების  გამგეობის თანხმობით განაგებს ფედერაციის ქონებას და        სახსრებს;

    12.1.4 საზოგადოებრივი გაერთიანების  გამგეობის თანხმობით იღებს და ათავისუფლებს

          საზოგადოებრივი გაერთიანების პერსონალს;

    • ხელს აწერს საფინანსო და სხვა სახის დოკუმენტაციას;
    • .საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საზოგადოებრივი გაერთიანების წევრთა საერთო კრებისა (ყრილობის) და საზოგადოებრივი გაერთიანების  საბჭოს წინაშე.
    • მოადგილე საზოგადოებრივი გაერთიანების საბჭოს თავჯდომარის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი გაერთიანების ერთ ან რამოდენიმე სტრატეგიულ მიმართულებას

     

    მუხლი 13. საზოგადოებრივი გაერთიანების  საკუთრება, შემოსავლის წყარო

     

    13.საზოგადოებრივი გაერთიანების საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონება, გარდა ბრუნვიდან ამოღებული ქონებისა.

    13.1.საზოგადოებრივი გაერთიანების მიზნების მისაღწევად ფედერაცია თანახმაა მიიღოს დონორი ორგანიზაციების დახმარება, როგორც ფინანსური, ასევე უძრავი და მოძრავი ქონების სახით.

    13.2 საზოგადოებრივი გაერთიანების მიზნების მისაღწევად ფედერაცია თანახმაა მიიღოს დონორი ორგანიზაციების დახმარება ტექნიკური თანამშრომლობის სახით.

    13.3საზოგადოებრივი გაერთიანების  ფულადი სახსრები იქმნება საწევრო გადასახადებითა და შემოწირულობებით, ფედერაციის შემოსავალი უნდა მოხმარდეს ფედერაციის საწესდებო მიზნების განხორციელებას და არ დაიშვება მისი წევრთა შორის განაწილება.

    მუხლი 14.საზოგადოებრივი გაერთიანების  საწარმო სამეურნეო საქმიანობა

    • საზოგადოებრივი გაერთიანების უფლება აქვს ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას.
    • საზოგადოებრივი გაერთიანების უფლება აქვს დააფუძნოს საქარმოები „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა(ტელევიზია,რადიო, პრესა, სოციალური ქსელები,არსებული და პერსპექტიული საინფორმაციო)საშუალებები კანონით დადგენილი წესით.
    • საზოგადოებრივი გაერთიანების სამეურნეო წელი იწყება 1 იანვარს და მთავრდება 31 დეკემბერს, გარდა პირველი წლისა, რომელიც იწყება რეგისტრაციის მომენტიდან და მთავრდება 31 დეკემბერს.

    მუხლი 15.საზოგადოებრივი გაერთიანების  რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    • საზოგადოებრივი გაერთიანების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    • საზოგადოებრივი გაერთიანების ლიკვიდაცია ხდება შემდეგ შემთხვევაში:

                  15.2.1 გაკოტრების, ან რეგისტრაციის გაუქმებისას.

    15.2.2 თუ .საზოგადოებრივი გაერთიანების  არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე.

    • საზოგადოებრივი გაერთიანების საერთო კრების (ყრილობის) გადაწყვეტილებით;

    15.3 საზოგადოებრივი გაერთიანების ლიკვიდაციის შემთხვევაში უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები, დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირები არიან:

    15.3.1 ანალოგიური მიზნის მქონე კლუბი.

    15.3.2 საქველმოქმედო ორგანიზაციები.

    • სახელმწიფო.

    15.4 საზოგადოებრივი გაერთიანების   ლიკვიდაცია დასრულებულად, ხოლო საქმიანობა შეწყვეტილად ითვლება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ფედერაციის სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.