მისია

საზოგადოებრივი ორგანიზაციაერისკაცნი

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერისკაცნი“ წარმოადენს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე საქართველოს მოქალაქე , აგრეთვე ყველა საქართველოს გულშემატკივარ მეწარმეთა, საზოგადოებრივ მოღვაწეთა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ პირთა გაერთიანებას. იგი დაფუძნებულია ფუნდამენტალურ რელიგიურ და ტრადიციულ(ეროვნულ) პრინციპებზე.

პრინციპები გამოიხატება შემდეგი ფორმულირებით „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“

   საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიზანია:

  • დააკავშიროს წარმოების სხვადასხვა სფეროში დასაქმებული პირები.
  • ურთიერთდახმარების გზით გააძლიეროს და ხელი შეუწყოს ორგანიზაციის წევრთა ბიზნესის განვითარებას და პოპულარიზაციას.
  • დაეხმაროს ორგანიზაციის წევრებს, საკანონმდებლო საკითხებსა და სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობებში, რათა წარმატებით განახორციელონ საქმიანობა.
  • ხელი შეუწყოს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას, ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების შემოტანას, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ეკონომიკის გაჯანსაღებას და  სოციალური პირობების გაუმჯობესებას.

ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეკომენდაციებს, რადგან ყოველი წევრი პასუხისმგებელია მისი რეკომენდაციით გაერთიანებულ პირზე.

Comments are closed.