„გააგრძელე საქართველოს ისტორია”-ს ახალი სეზონი XVI საუკუნის პირველ ნახევარს მოიცავს, საქართველოსთვის ურთულეს პერიოდს. სერიებში ნაჩვენებია იმდროინდელი, სამეფო-სამთავროებად დაშლილი საქართველო, XV საუკუნის მემკვიდრეობა. ფილმში წარმოჩენილია, როგორ დაიწყო ამ „საქართველოებს” შორის ბრძოლა გაერთიანებისთვის, რა საგარეო ფაქტორებმა შეაჩერეს ეს პროცესი, როგორ ჩაებნენ ქართველი მეფე-მთავრები მეზობელ იმპერიებთან ბრძოლებში.
მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ციკლში ასახულია საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეპოქა.