საზოგადოებრივი გაერთიანების “ ერისკაცნი” ემბლების ძირითადი იდეა
საზოგადოებრივი გაერთიანების “ერისკაცნი” ემბლემა აჩვენებს მისი მფლობელის ვინაობას, მის მრწამსა , ფასეულობებს, ასევე მოქმედების ხასიათსა და იმ ძირითად კონცეფციას, რომელიც ემყარება მემკვიდრეობითობას.
ლოგოს ფარი წარმოადგენს ქართულ (ხევსურულ) მრგვალ ფარს, რომელიც ჰერალდიკაში აღმოსავლურ-ბიზანტიური სახელით არის ცნობილი. მას, ოქროს ჯვარი, ოთხ ნაწილად ჰყოფს. რაც ოქროს შუალედთან ასოცირდება . მცირე ჰერალდიკური ფარის მეწამულ ველზე იესო ქრისტეს კვართია გამოსახული. რაც ემბლემაში ქართველი ხალხის სულიერ მემკვიდრეობას წარმოაჩენს.
პირველი მეოთხედი მეწამულია, რომელიც ჰერალდიკაში მამაცობის, სამართლიანობის, უზენაესობის სემანტიკის მატარებელია. მასზე გამოსახულია თემიდას ოქროს სასწორი, რომელიც ჰერალდიკაში სამართლიანობის სიმბოლოდ არის მიჩნეული. ჩვენ მას ვიაზრებთ, როგორც ჩვენი ერისა და ხალხის კანონიერი და სამართლიანი მოთხოვნების დაცვისა და, შესაბამისად, ჩვენი სამართლიანი ქმედებების ნიშნად.
მეორე მეოთხედი ზურმუხტოვანია, რომელიც ჰერალდიკაში თავისუფლების, სიხარულის, იმედის სემანტიკის მქონეა. მასზე წარმოდგენილია ოქროს ცეცხლოვანი მთა, გამსჭვალული ორი ირიბად გადაჯვარედინებული ოქროს ისრებით. ეს სიმბოლო, როგორც ივერიის ტერიტორიალური ნიშანი, სხვადასხვა ტინქტურით გვხვდება _ ქართ-კახეთის მეფის ერეკლე ჳჳ-ის 1784 წლის დიდ სახელმწიფო გერბში. იგი ხჳხ საუკუნის რუსეთის იმპერიაში შემავალი `საქართველოს სამეფოს” გერბის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. აქვე ვიტყვით, რომ ჩვენს გერბში ივერიის მთა მოცემულია არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოს, არამედ მთელი აღმოსავლური ცივილიზაციის ნიშნად.
მესამე მეოთხედია ზურმუხტზე ოქროს საწმისის გამოსახულება. ოქროს საწმისის ეს ჰერალდიკური გამოსახულება არა მარტო დასავლეთ საქართველოს, არამედ ზოგადად დასავლური ცივილიზაციის განსახიერებად შეძლება მივიჩნიოთ, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ელინისტური ეპოქის ერთ-ერთ უძველეს მითთან ბერძენი არგონავტების შესახებ. ზურმუხტს (მწვანეს) ჩვენი საზოგადოებრივი გაერთიანება ვიაზრებთ, არამარტო ქართული, არამედ კავკასიური ელემენტისა და მისი თვითმყოფადი კულტურის გამოვლინების ნიშნად.
მეოთხე მეოთხედის მეწამულზე ვერცხლის წმ. გიორგის ოქროსშარავანდედიანი გამოსახულებაა, რომელიც გველეშაპს გმირავს. რაც სიმართლის, გამარჯვების, ბოროტების დათრგუნვის სიმბოლოა და ქართველი ადამიანის იდეალის გამოხატულებაა. წმ. გიორგისადმი რწმენა იმდენად ძლიერი იყო საქართველოში, რომ, როგორც ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, – `არა არიან ბორცვნი და მაღალნი გორაკნი, რომელთა ზედა არა იყოს შენნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი”.
ლოგოს მრგვალი ფარი შემოსაზღვრულია ვერცხლის კანტით, რომლის ზედა და ქვედა მხარეს ასომთავრულით აწერია “ყოველი საქართველო”, რაც “ერთიანი, მთლიანი საქართველოს” ძველქართული ფორმაა. კანტში შვიდქიმიანი ვარსკვლავის ქიმები იკითხება. შვიდქიმიანი ვარსკვლავი ქართული ყოფითი კულტურისათვის დამახასიათებელ ნიშნად თანდათან ყალიბდება. ჩვენს ლოგოზე იგი ქართული თვითმყოფადობის ნიშნად გამოისახა. თავად ფარს ადგას ოქროს გვირგვინი, რომელიც ქართლ-კახეთის ბოლო მეფის გიორგი ხჳჳ-ს გვირგვინის სტილიზირებულ ჰერალდიკურ გამოსახულებას წარმოადგენს.
ლოგოს ფარის მტვირთველებია ოქროს ლომი და ლომისებრი-მგელი. აქედან ლომი ქართველ მეფეთა ისტორიული გერბების ფარისმტვირთველებად გვევლინებიან და ბიბლიური სოლომონ მეფის ტახტისა და მისი შვიდ სიბრძნეს განასახიერებს. ჰერალდიკაში ლომი ძალაუფლების, ძალის, ვაჟკაცობის, მამაცობის, დიდსულოვნების სემანტიკის მატარებელია და ერთ-ერთ ფართოდ გავცელებულ ფიგურას წარმოადგენს. ჩვენ შემთხვევაში ორივე ფარისმტვითველს განვიხილავთ ქართული სახელწიფოებრიობისა და კულტურის სიძველისა და ტრადიციულობის ნიშნად.
რაც შეეხება მეორე ფარისმტვირთველ ლომისებრ-მგელს, ეს პრაქტიკულად ახალი სიტყვაა ქართულ და საერთაშორისო ჰერალდიკაში. იგი მისტიკური არსებაა და გამოსახულებაში მგლისა და ლომის სიმბიოზს წარმოადგენს. კერძოდ, აქვს მგლის თავი და კუდი და ლომის ტანი და ფაფარი. რაც შეეხება მის სემანტიკას, ჩვენ – თვითმყოფადობა, სიბრძნე, სიფრთხილე, ერთგულება, მამაცობა – შევძინეთ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლომისებრი-მგლის გამოსახულების შემოტანა ჩვენს ლოგოზე, როგორც ერთ-ერთი ფარისმტვირთველისა, მიგვაჩნია გამართლებულად.
უნდა ვთქვათ, რომ ქართლის (იბერიის) დაუმორჩილებლობის გამო უცხო დამპყრობლების მიმართ ანტიკური და ადრეფეოდალური ეპოქის სახელწოდებები – ძვ.სპარსული `გურგ”, `გურგან”, სირიული `გურზან”, არაბული `ჯურზან”, ასევე ახალ სპარსული და თურქული `გურჯ” ეტიმოლოგია არის `მგელი” და პირდაპირ ნიშნავს `მგლის ქვეყანას”(გურჯისტანი). მგელს, როგორც ჩვენი ლოგოს ერთ-ერთი ფარისმტვირთველის ტოტემურ წყაროდ და საფუძვლად ვიაზრებთ, მითუმეტეს, რომ ქართველთა ამ ტოტემმა საკუთარი ასახვა ჩვენი წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის მუზარადზე ჰპოვა. ქართლის ცხოვრების მიხედვით სპარსელებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ქართლის (იბერიის) `ვახტანგ მეფესა შეექმნა ჩაბალახი ოქროსა, და გამოესუა წინათ მგელი და უკანით ლომი… სპარსნი ვითარცა იხილვიან ვახტანგ, თქვან: `დურ აზ გორგასალ”, რომელ არს ესე: `მირიდეთ თავსა მგლისასა”. აქვე დავამატებთ, რომ ორივე ფარისმტვირთველი, მართალია ემბლემის არაძირითადი ფიგურებია, მაგრამ მათ განვიხილავთ როგორც საქართველოს ეროვნული ისტორიისა და კულტურის ნაწილს, ხოლო მათ აგრესიულ გამომსახველობას, როგორც ეროვნული თუ ტერიტორიალური ბრძოლის ნიშანს
ლოგოს ფარისმტვირთველები ეყრდნობიან ვაზის სტილიზირებულ ვერცხლის ორნამენტს. ზედმეტად მიმაჩნია იმაზე საუბარი თუ რაოდენ დიდი და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ვაზს ქართულ საკრალურ თუ ყოფით კულტურაში. ჰერალდიკაში იგი ნაყოფიერებისა და სიცოცხლის სემანტიკის მატარებელია. იესო ქრისტე ამბობს: `მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი” (იოან.15.1). ვაზში სტილიზირებულად ჩაწნულია ხარის რქები. უძველესი მითის მიხედვით, ღმერთმა ირემი და ხარი შეაჯიბრა ცის გადარბენაში. ირემი მოსწყდა ცას და დაიღუპა, ხოლო ხარმა დინჯი სვლითა და მოთმინებით მიაღწია ცის კიდემდე. ამის გამო ღმართმა მას უდრტვინველი შრომა დააკისრა. ჰერალდიკაში ხარის სემანტიკაა – ნაყოფიერება, შრომა და მოთმინება, ხოლო რქა, როგორც ჯვრის ალეგორია, მოცემულია ახალ აღთქმაში: უფალმა @აგვიმაღლა რქა ხსნისა@ (ლუკა 1.69). ჩვენი თვალთახედვით, სწორედ შრომასა და მოთმინებაზე, რომელსაც ხარის ოქროს რქები განასახიერებს, ეფუძნება ჩვენი საზოგადოებრივი გაერთიანების მოღვაწეობა. რაც შეეხება დევიზს, რომელიც წარმოდგენილია ოქრო-მეწამულ ბაფთაზე – `ჭეშმარიტების მსახურება”… რაც, პირველ რიგში, გამოიხატა უფლისადმი ჩვენს უდიდეს სიყვარულში, მისდამი ერთგულებასა და თავგანწირვაში.
ვფიქრობთ, ემბლემის ამგვარი სახე, მისი კონცეფცია და მრავალფეროვნება დამყარებული მემკვიდრეობითობაზე, ზუსტად გამოხატავს და აჩვენებს ჩვენი საზოგადოებრივი გაერთიანების სამოქმედო არსსა და ფასეულობებს, რომელიც ასე საჭიროა დღევანდელი საქართველოს საზოგადოებისათვის.