სანტექნიკური ნაწილი


სანტექნიკური ნაწილის განმარტებითი ბარათი, რომელშიც მოცემული იქნება დაგეგმარებული ქსელების დახასიათება. აქვე მითითებული იქნება როგორც მთლიანად ობიექტის, ასევე ცალკეული შენობა-ნაგებობების მოთხოვნილება სასმელ ცივ და ცხელ წყალზე (დღე-ღამური, წუთობრივი და წამობრივი ხარჯი), და შესაბამისი საკანალიზაციო ჩამონადენების რაოდენობა. მოცემული იქნება ასევე მოთხოვნილება ხანძარქრობისათვის საჭირო ტექნიკურ წყალზეც.
შენობა-ნაგებობებში სანტექნიკური მოწყობილობების განლაგების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
შენობა-ნაგებობების შიდა ცივი წყალსადენის ქსელების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
შენობა-ნაგებობების შიდა ცივი წყალსადენის ქსელების აქსონომეტრიული სქემები;
შენობა-ნაგებობების შიდა ცხელი წყალსადენის ქსელების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
შენობა-ნაგებობების შიდა ცხელი წყალსადენის ქსელების აქსონომეტრიული სქემები;
შენობა-ნაგებობების შიდა სახანძრო წყალსადენის ქსელების, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
შენობა-ნაგებობების შიდა სახანძრო წყალსადენის ქსელების აქსონომეტრიული სქემები;
შენობა-ნაგებობების შიდა საკანალიზაციო ქსელების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
შენობა-ნაგებობების შიდა საკანალიზაციო ქსელების აქსონომეტრიული სქემები;
ცხელი წყლის მოსამზადებელი კვანძის (საბოილერე მეურნეობა) გეგმა და სქემა, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
დასაგეგმარებელი ობიექტის შიდასამოედნო სანტექნიკური ქსელების (სასმელი წყალი, სახანძრო წყალსადენი, სარწყავი სისტემა, ფეკალური კანალიზაცია, სანიაღვრე კანალიზაცია) გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
შიდასამოედნო სანტექნიკური ქსელების ტრანშეების ჭრილები, საკონტროლო და საკომუნიკაციო ჭების ნახაზები და სქემები, წყლის ხარჯის გამზომი კვანძის სქემა. სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
სასმელი და სახანძრო წყლის სამარაგო მეურნეობის ნახაზები და სქემები (საჭიროების შემთხვევაში). სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
სახიფათო ჩამონადენების გამწმენდი მოწყობილობების ნახაზები და სქემები (საჭიროების შემთხვევაში). სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები.

Comments are closed.