• ქართული
  • English
  • Русский
ვასილ ძირკველიშვილი
მოწმობის № : ER000004
სტატუსი : საბჭოს წევრი
პროფესია : იურისტი,

ავტობიოგრაფია

ვასილ ძირკველიშვილი

დაიბადა 1967 წლის 29 იანვარს, ქ.რუსთავში.

1984 წელს დაამტავრა ქ.რუსთავის #6 საშუალო სკოლა

1984 წელს მუსაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად.

1985 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ჯარში მსახურობის პერიოდში იყო უფროსი სერჟანტი, ასეულის მეთაური.

1987 წელს ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მოსამზადებელ განყოფილებაზე, ხოლო 1988 წლიდან 1993 წლამდე სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეტალურგიულ ფაკულტეტზე.სწავლის პერიოდში იყო ფაკულტეტის სტუდენტური კავშირის აღმასრულებელი დირექტორი.

1993-1995 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო ცენტრის მაგისტრატურაში, რომელიც დაარსა 1990 წელს აშშ -ის ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ . მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

1995-1997 წლებში იყო საქართველოს სტუდენტთა ნაციონალური ფონდის გენერალური დირექტორი.

2001 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარულ -ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2001 წლიდან დღემდე ეწევა კერძო იურიდიულ პრაქტიკას.

 

შემოთავაზებული პოსტები

shares