• ქართული
  • English
  • Русский
საქართველოში ნათესი ფართობი 13,5 ათასი ჰექტარით შემცირდა
30/08/2019

2019 წელს საქართველოში საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები 193,6 ათას ჰექტარს შეადგენდა, რაც 13,5 ათასი ჰექტარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს ნათესების ფართობი 207,1 ათას ჰექტარს შეადგენდა.

სტატისტიკის მიხედვით, საშემოდგომო კულტურების (ხორბალი, ქერი) ფართობი 52,1 ათას ჰექტარს შეადგენდა, რაც 2018 წელთან შედარებით 2.4 ათასი ჰექტრით ნაკლებია. 11.2 ათასი ჰექტარით შემცირდა საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები და 141.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.

შემცირებულია საგაზაფხულო მარცვლოვანი კულტურების (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსანი კულტურები), კარტოფილისა და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების ფართობები – 98.8 ათასი ჰექტარიდან 90.4 ათას ჰექტრამდე. ასევე 34.3 ათასი ჰექტრიდან 32.2 ათას ჰექტრამდე შემცირდა კარტოფილი და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები.

შემოთავაზებული პოსტები

shares