• ქართული
  • English
  • Русский
„ალდაგში“ ციტრუსის დაზღვევის სეზონი დაიწყო
30/08/2019

სოფლის მეურნეებს, რომლებსაც ციტრუსის ბაღები აქვთ, შეუძლიათ თავისი მოსავალი „ალდაგში“დააზღვიონ. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

„სექტემბერში ციტრუსის დაზღვევა ყველაზე ხელსაყრელი დროა, რათა მეურნეები ზამთრის სეზონს მშვიდად შეხვდნენ, თუმცა პოლისის შეძენა 31 ოქტომბრამდეა შესაძლებელი. ციტრუსის დაზღვევა შეუძლია ყველას, ვისაც ნაკვეთი აქვს რეგისტრირებული და ფერმერთა ერთიან ბაზაში ფიქსირდება. „ალდაგში“ ციტრუსის დაზღვევა გულისხმობს ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაზღვევის საფასურის 70%-ის სუბსიდირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ამიტომ ციტრუსოვანთა დაზღვევა ალდაგში საკმაოდ შეღავათიან ფასად შეიძლება.

მანდარინის პლანტაციის დაზღვევისას სადაზღვევო პრემია ფიქსირებულია და ის სადაზღვევო თანხის 15%-ს შეადგენს. მაგალითად 1 ჰა-ზე გაშენებული მანდარინის მოსავლის დაზღვევისას პრემია 1500 ლარია, საიდანაც ფერმერს მხოლოდ 450 ლარის გადახდა უწევს. ციტრუსოვანი ნარგავებისათვის აგროკლიმატური რისკებიდან ყველაზე გავრცელებული სეტყვა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვაა, რომელსაც შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ დააზიანოს მოსავალი. იმ შემთხვევაში, თუ მეურნეებს მოსავალი დაზღვეული ექნებათ, „ალდაგი“ მათ ზარალის თანხას აუნაზღაურებს. პოლისის შეძენა საქართველოს მასშტაბით კრედოს ყველა ფილიალშია შესაძლებელი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემოთავაზებული პოსტები

shares