• ქართული
  • English
  • Русский
29 აგვისტოს მონაცემებით, კახეთში 3 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა
30/08/2019

29 აგვისტოს მონაცემებით, კახეთის რეგიონში 3,5 ათასი ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული. აქედან 1,2 ათასი ტონა რქაწითელი, 900 ტონამდე საფერავი, 300 ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე 70 ღვინის მწარმოებელი კომპანია დარეგისტრირდა, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან. კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში მომავალი კვირიდან შევა. წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ განთავსდა.

სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501“,- ნათქვამია განცხადებაში.

შემოთავაზებული პოსტები

shares