• ქართული
  • English
  • Русский
ნოდარ მეტრეველი
02/11/2019
მოწმობის № : ER000009
სტატუსი : ნამდვილი წევრი
პროფესია :

ავტობიოგრაფია

ნოდარ მეტრეველი

დაიბადა 1954 წლის 26 ივლისს, ქალაქ ზესტაფონში.

1971 წელს დაამტავრა ქ. ზესტაფონის #2 საშუალო სკოლა.

1972-1976 წლებში სწავლობდა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში. დაიცვა სწავლული აგრონომის დიპლომი.

1977-1978 წლებში გაიარა სამხედრო სამსახური ქ ხაბაროვსკში. წოდება-ლეიტენანტი

1979-1982  წლებში მუშაობდა ზესტაფონის რაიონის სოფ. დილიკოურის კოლმეურნეობაში აგრონომად.

1982-1985 წლებში საქართველოს მებაღე-მევენახეობის ინსტიტუტის საქარის საცდელ სადგურში უმცროს მეცნიერ მუშაკად.

1985 -1987 წლებში საქართველოს კომპარტიის ზესტაფონის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი.1987-1989 წლები-უმაღლესი პარტიული სკოლის მსმენელი, აზერბაიჯანი სსრ.

1987-1990 წლები საქართველოს კომპარტიის ზესტაფონის კომ პარტიის რაიონული კომიტეტი, ჯერ ინსტრუქტორი, შემდგომ სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე.

1992-1998 საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური, სხვადასხვა პოზიციებზე.

1998 წლიდან დღემდე კერძო ბიზნესი.

ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჯი.

შემოთავაზებული პოსტები

shares